ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ბათუმში სტიქიის შედეგებს ებრძვიან.
ცნობისთვის, ძლიერი და გადაუდებელი წვიმის გამო ადიდდა მდინარეები, რამაც არხებში ნატანის დაგროვება გამოიწვია. ძლიერი ქარის გამო წაიქცა ხეც, დაზიანდა 5 ავტომობილი. პრობლემები შეექმნა ელექტრო გადამცემ ბოძებს. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის შესაბამისი სამსახურები. ქალაქის მასშტაბით დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.