თეგებით ძიება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებით, მუშაობა დაგეგმილზე 3 საათით ადრე განაახლეს და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებენ. 

მათივე ცნობით, 04:00 საათზე დორტმუნდისა და ბარსელონას რეისები შესრულდა.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილზე ადრე გახსნა.

07:30 საათზე ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით შესრულდება რეისი. აეროპორტის ოპერირების დროებით შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ვითარებას ადგილზე სწავლობენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ძლიერი წვიმის გამო ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტი დაიტბორა და ჭერის ფრაგმენტები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა