თეგებით ძიება
11. 07. 2023 მსოფლიო

საქართველო ისე გამოიყურება, თითქოს ცდილობს თამაშიდან გავიდეს - დენიელ ფრიდი

ყოფილი ამერიკელი დიპლომატის, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარის, დენიელ ფრიდის განცხადებით, არსებობს ფართოდ გავრცელებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველომ თითქოს ამ ეტაპზე საკუთარი თავი იმ პროცესს მიღმა დატოვა, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს. ამის შესახებ დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

უფრო მეტიც, ფრიდმა აღნიშნა, რომ „საქართველო ისე გამოიყურება „თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან“.

„უკრაინას ამ სამიტზე წევრად ნამდვილად არ მიიწვევენ, თუმცა მთავარი შეკითხვა ისაა, როგორ იქნება ამჯერად გამოხატული ის ენა, ის ლექსიკა, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტის დროს შემუშავდა და რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება უკრაინისთვის, მაგრამ საქართველო, ამ ეტაპზე, არ გამოიყურება, როგორც დაინტერესებული მხარე“, - განაცხადა დენ ფრიდმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა