თეგებით ძიება

ბავშვი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა, სკვერში ყოფნის დროს კი დენმა დაარტყა - ტრაგიკული შემთხვევის ახალი დეტალები ცნობილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის ბიჭის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.

მედიის ცნობით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა