"უძლური ვართ ბუნებასთან, საშინელება ხდება, გვიშველეთ" - უმძიმესი კადრები სტიქიის ზონიდან (ვიდეო)
სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქალაქ სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი და ქალაქ ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი ცენტრალური მილები.
სტიქიის გამო დატბორილი საცხოვრებელი სახლები, ზოგიერთ ქუჩაზე პარალიზებულია მოძრაობა. ადგილობრივები მოვარდნილ წყალს ვერ უმკლავდებიან.
საცხოვრებელი სახლები ტალახით დაიტბორა.
"საცხოვრებლად აღარ ვარგა აქაურობა. შარშან ავეჯი გადავარჩინეთ, მაგრამ წელს არაფერი გადარჩა. აშინელება ხდება, გვიშველეთ!“.
"არ ვიცით ამ წყალდიდობას როგორ გავუმკლავდებით".
"უძლური ვართ ბუნებასთან“, - წერენ კომენტარებში.