ძლიერი და გადაუღებელი წვიმა - რა ხდება ბათუმში?
სტიქიის შედეგებს ებრძვიან ბათუმში - ძლიერი და გადაუღებელი წვიმის გამო ადიდდა მდინარეები, რამაც არხებში ნატანის დაგროვება გამოიწვია.
ძლიერი ქარის გამო წაიქცა ხეც, დაზიანდა 5 ავტომობილი. პრობლემები შეექმნა ელექტრო გადამცემ ბოძებს. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის შესაბამისი სამსახურები. ქალაქის მასშტაბით დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.