თეგებით ძიება

ვინ არის წყნეთში, დენის დარტყმისგან დაღუპული 16 წლის ბიჭი?

წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდი,  კალათბურთელი დათუნა ჟღენტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა კალათბურთელის, დათუნა ჟღენტის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით!“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ტრაგედია წყნეთში გასულ ღამეს დატრიალდა. დენის დარტყმის შედეგად  16 წლის ბიჭი დაიღუპა. უბედური შემთხვევა  ე.წ სამთავრობო ზონაში მოხდა. სკვერში, ახლადმოწყობილ ფარდულში მოზარდები თამაშობდნენ, ერთერთ მათგანს კი დენმა დაარტყა, მის გადარჩენას თანატოლები და ადგილობრივები ცდილობდნენ თუმცა  ბიჭი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა