თეგებით ძიება

უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია, ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს - ირაკლი კობახიძე MAP-ის მოხსნაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინაში ომი ერთადერთი მიზეზია, რატომაც უკრაინასა და საქართველოს შორის ახლა განსხვავებული მიდგომებია.

"უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია, ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ, 2008 წელს, როცა ჩვენ გვქონდა ომი, მაშინ გახსოვთ, რომ MAP-იც კი არ მოგვანიჭეს. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა, 2008 წლის, 2012 წლის მდგომარეობა, მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

დღეს კარგია, რომ უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ და ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს და ვერც შეგვშურდება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 10 ივლისს NATO-ს სამიტის წინა დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დაწერა, რომ NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა