თეგებით ძიება

ბიჭი კალათბურთელი იყო, ახტა და შეეხო სადენებს - რას ამბობენ ადგილობრივები წყნეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ?

წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის სიცოცხლე, სავარაუდოდ კუსტარულად გაყვანილმა ელექტროსადენმა იმსხვერპლა.

ადგილობრივი მცხოვრები, სალომე კაპანაძე აცხადებს, რომ ტერიტორიაზე მიმდინარე სკვერის სამშენებლო სამუშაოებს ტრაგედიასთან კავშირი არ აქვს.

"პარკის მშენებლობა არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რაც მოხდა. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო ერთი თვით ადრეც, იმიტომ, რომ სადენების გამტარუნარიანობა, ხშირი წვიმის დროს, შესუსტებული იყო. როგორც თვით მხილველები ამბობენ, ბიჭი კალათბურთელი იყო, ახტა და შეეხო სადენებს და ასეთი ტრაგედია დატრიალდა“, - განაცხადა სალომე კაპანაძემ.

ცნობისთვის, ტრაგედია წყნეთში გასულ ღამეს დატრიალდა. დენის დარტყმის შედეგად  16 წლის ბიჭი დაიღუპა. უბედური შემთხვევა  ე.წ სამთავრობო ზონაში მოხდა. სკვერში, ახლადმოწყობილ ფარდულში მოზარდები თამაშობდნენ, ერთერთ მათგანს კი დენმა დაარტყა, მის გადარჩენას თანატოლები და ადგილობრივები ცდილობდნენ თუმცა  ბიჭი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა