"სახავენ გეგმას, ვის შეიძლება დაბრალდეს ეს ტრაგედია ისე, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გამოირიცხოს" - თორნიკე რაზმაძე წყნეთში მომხდარი ტრაგედიაზე
ლექტორი, თორნიკე რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის, დათუნა ჟღენტიას შესახებ წერს.
მისი თქმით, ამ ტრაგედიაში დამნაშავე სახელმწიფოა.
"წინაზეც ვწერდი, როცა ბავშვი დაიღუპა დენის დარტყმით, ახლა ხდება ზუსტად ეს:
- არკვევენ ვინ არის მსხვერპლის ოჯახი - სად მუშაობენ, რას საქმიანობენ: სამძიმარზე რომ მივიდეს ვინმე, ეჩხუბებიან თუ არა
- სახავენ გეგმას: ვის შეიძლება დაბრალდეს ეს ტრაგედია ისე, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გამოირიცხოს (მაგალითად, ვიღაცამ რაღაც მოიპარა სამუშაოების ადგილიდან და მოშიშვლდა კაბელი)
- ვიღაც ალბათ ბოლთასაც სცემს კალაძის გუნდში და იგინება ყველაფერს: რატომ ეკუთვნის წყნეთი თბილისს, კიდე ეს გვინდოდაო?
- სუსში განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ისიც, რომ წყნეთში გასართობად შეკრებილი თინეიჯერები არ იყვნენ ფხიზლები და უსაფრთხოების ზომები დაარღვიეს
- ბოტების ქარხანა მუშაობს მესიჯბოქსზე: "რა უნდოდათ შუა ღამისას ბავშებს წყნეთში, რატომ არ მიაქციეს ყურადღება მშობლებმა", - წერს თორნიკე რაზმაძე.
ცნობისთვის, ტრაგედია წყნეთში გასულ ღამეს დატრიალდა. დენის დარტყმის შედეგად 16 წლის ბიჭი დაიღუპა. უბედური შემთხვევა ე.წ სამთავრობო ზონაში მოხდა. სკვერში, ახლადმოწყობილ ფარდულში მოზარდები თამაშობდნენ, ერთერთ მათგანს კი დენმა დაარტყა, მის გადარჩენას თანატოლები და ადგილობრივები ცდილობდნენ თუმცა ბიჭი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.