თეგებით ძიება
11. 07. 2023 მსოფლიო

უკრაინისთვის შეიარაღების და აღჭურვის მიწოდების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი კიევისთვის შორსსასროლი რაკეტების მიწოდებას დაიწყებს.

მისივე თქმით, ეს უკრაინელებს თავდაცვის საშუალებას მისცემს.

“მივიღე გადაწყვეტილება უკრაინისთვის შეიარაღების და აღჭურვის მიწოდების გაზრდის შესახებ, რადგან მივიჩნევ, რომ უკრაინელებს შორ მანძილზე დარტყმის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ეს უნდა მოხდეს ჩვენი დოქტრინის შენარჩუნებით, რომელიც უკრაინას თავის ტერიტორიის დაცვის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნატოს ვილნიუსის სამიტზე ჩასვლისთანავე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა