„ნატო-ს სამიტს წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ“ - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ასეთ მნიშვნელოვან დროს დაწყებულ ნატოს სამიტს ვილნიუსში წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ.
საქართველო ერთგულად აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ვილნიუსში 11-12 ივლისს NATO-ს სამიტი გაიმართება.