თეგებით ძიება

„იმ ქვეყნად ერთად ვითამაშებთ კალათბურთს და ერთად გავიმარჯვებთ“ - წყნეთში დაღუპულ ბიჭს თანაგუნდელები ემშვიდობებიან

წყნეთში დენის დარტყმის შედეგად დაღუპულ 16 წლის დათუნა ჟღენტს თანაგუნდელები ემოციური პოსტით ემშვიდობებიან.

„სამუდამოდ ჩვენს გულებში იქნები, დათუნა, იმ ქვეყნად ერთად ვითამაშებთ კალათბურთს და ერთად გავიმარჯვებთ“ - წერს საკალათბურთო კლუბი „ქარი“.

ცნობისთვის, ტრაგედია წყნეთში გასულ ღამეს დატრიალდა. დენის დარტყმის შედეგად  16 წლის ბიჭი დაიღუპა. უბედური შემთხვევა  ე.წ სამთავრობო ზონაში მოხდა. სკვერში, ახლადმოწყობილ ფარდულში მოზარდები თამაშობდნენ, ერთერთ მათგანს კი დენმა დაარტყა, მის გადარჩენას თანატოლები და ადგილობრივები ცდილობდნენ თუმცა  ბიჭი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა