ნიდერლანდების სილამაზის კონკურსში ტრანსგენდერმა გაიმარჯვა
ნიდერლანდებში სილამაზის კონკურსის გამარჯვებული ტრანსგენდერი გახდა. რიკი ვალერი კოული 22 წლის ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც "მის სამყარო ნიდერლანდების“ კონკურსში გაიმარჯვა.
რიკი წელს თავისი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება "მის სამყაროს" კონკურსზე და სხვა ქვეყნების წარმომადგენელ გოგონებთან ერთად, გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
სილამაზის დედოფლის გვირგვინი გამარჯვებულს წინა წლის ტრიუმფატორმა, ონა მუდიმ გადასცა.
სილამაზის კონკურსებზე ტრანსგენდერები 2012 წლიდან დაუშვეს.