თეგებით ძიება
11. 07. 2023 მსოფლიო

კაცმა 60 წლის შემდეგ, კლასელების შეკრებაზე, ხელი სთხოვა ქალს, რომელიც სკოლაში უყვარდა - ემოციური ისტორია

78 წლის ფლორიდელმა დერმატოლოგმა სოციალური ქსელები დაარწმუნა, რომ ნამდვილი სიყვარულთან დაბრუნება გვიანი არასდროს არ არის.

თომას მაკმენი სკოლის დამთავრებიდან 60 წლის შემდეგ კლასელების შეხვედრაზე მიდიოდა. აეროპორტში კი ხელი თავის კლასელს სთხოვა, რომელიც სკოლაში სწავლის პერიოდში უყვარდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

79 წლის ნენსი გამბელს თომასმა დაუჩოქა და ხელი ისე სთხოვა. თომასს არც ვარდების თაიგული და ყელსაბამის ჩუქება დავიწყებია, ხელის სათხოვნელად კი თავის რჩეულს გრძელი და ლამაზი სიტყვაც წაუკითხა. ნენსი ბავშვობის სიყვარულს ცოლობაზე დათანხმდა, ვიდეო კი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა