სიცხადე და გამბედაობა არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - ზურაბიშვილი ზელენსკის განცხადებას ეხმიანება
„სიცხადე და გამბედაობა, და არა ყოყმანი არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს და უკრაინის პრეზიდენტის იმ განცხადებას აზიარებს, სადაც
ვლადიერ ზელენსკი ვილნიუსის სამიტისგან მეტ სიცხადესა და კონკრეტიკას ითხოვს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.