პარკში რომ ელექტროდია გამოშვებული, სტოლტენბერგის და კელი დეგნანის ბრალი არ არის - ანა დოლიძე
პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე წყნეთში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, რომელსაც 16 წლის დათუნა ჟღენტი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ფანჩატურში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა და მოზარდს დენმა დაარტყა.
ანა დოლიძე მერიის პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ შეაბამის სამსსახურებს ვაკის პარკის ტრაგედის შემდეგ მერიას სკვერების აუდიტი უნდა ჩაეტარებინათ.
მერიას რომ ეზრუნა არა საკუთარ თავზე, არა საკუთარ კეთილდღეობაზე, არამედ ის გაეკეთებინა, რაც ვურჩიეთ - დავუწერეთ, რომ ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ, სადაც დავკარგეთ ბავშვი, ამის შემდეგ მერიას უნდა გაეკეთებინა სკვერების აუდიტი, ისე, როგორც ხდება ამსტერდამში, მელბურნში, შეემოწმებინა, რამდენი ოხერი პარკია ამ თბილისში - მოეკლო, 37 PR თანამშრომელი რომ ჰყავს, რომელსაც 4 მილიონ ლარს ახარჯავს კახი კალაძე და 4 მილიონი სამივლინებო თანხები, რისთვის დადიან საქართველოს პარლამენტიდან მივლინებაში, თუ მერე გვეუბნებიან, რომ ევროპა და NATO ხიხიაა, ეს მოეკლო და შეამოწმოს, რამდენი პარკია თითოეულ უბანში, სადაც დაგვყავს ბავშვები, ეს ხომ ყველაფერი დაცული იქნებოდა. აქ შეიძლება არ არის ბახმუტი, მაგრამ როცა ყოველ დღე ვხედავთ სასტიკ ოჯახში ძალადობას, ჰორორში ვცხოვრობთ, ეს არის ის გენოციდი, ეს არის ის ომი, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარეობს,“ - ამბობს ანა დოლიძე.
ანა დოლიძე ამტკიცებს, რომ თბილისის მერია საზოგადოების პრობლემებზე ორიენტირებული არ არის და თბილისის მერი მხოლოდ საკუთარ PR-ზე ფიქრობს.
ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიგონ და დასვან კითხვა, რომ პარკში რომ ელექტროდია გამოშვებული, სტოლტენბერგის და კელი დეგნანის ბრალი არ არის, ეს უნდა ვკითხოთ კობახიძეს. თბილისის ზღვაზე რა გახდა სეზონის განმავლობაში ათასლარიანი მაშველი დააყენო, რომ გააფრთხილოს ბავშვი, რომ არ ჩავიდეს საბანაო, 3 ათასი ლარია ერთ სეზონზე, არ იხდის კალაძე და 37 PR თანამშრომელი ჰყავს პარალელურად, რომ ლამაზი ლაივები ჩაწეროს და ეს არ არის კელი დეგნანის და სტოლტენბერგის და ფონ დერ ლაიენის ბრალი," - ამბობს ანა დოლიძე.