ეს ისედაც მძიმე შემთხვევა და ტრაგედიაა და მგონი აღარ სჭირდება ამას არასწორი ინტერპრეტირება - დავითულიანი წყნეთში მომხდარ ტრაგედიაზე
ეს ისედაც მძიმე შემთხვევა და ტრაგედიაა და მგონი აღარ სჭირდება ამას არასწორი ინტერპრეტირება - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.
“ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში ტრაგედია და უბედურებაა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება. ეს უბედური შემთხვევა დაკავშირებული იყო კუსტარული წესით შეყვანილ ელექტროენერგიასთან, იქ არსებულ ფანჩატურში. ეს ისედაც მძიმე შემთხვევა და ტრაგედიაა და მგონი აღარ სჭირდება ამას არასწორი ინტერპრეტირება, ისედაც თავისთავად მძიმე ფაქტია.
პირველადი მონაცემებით არის ის, რომ ელექტრო გაყვანილობა იყო კუსტარული. ცნობილია, რომ წარსულში, ადგილზე, მსგავსი უკანონო ქმედება იყო აღკვეთილი და ხელმეორედ მაინც მოხდა როგორც ჩანს, გარკვეული პირების მხრიდან ფანჩატურში ელექტროენერგიის გაყვანა. სამუშაოებს რაც შეეხება, ინტერპრეტაციის ადგილი რომ არ დარჩეს, მოდი ვთქვათ, იქ მიმდინარეობდა გამწვანება, სკვერის რეაბილიტაცია, მაგრამ ფანჩატურამდე ეს გამწვანება, რეაბილიტაციის სამუშაოები მისული არ იყო. ფანჩატურს ჯერ არავინ შეხებია- ასეთია ოფიციალური მონაცემები“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.