ავარია ბათუმში - არიან დაშავებულები
ბათუმში გორგილაძისა და ფშაველას ქუჩების კვეთაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ინფორმაციას tv25 ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.