თეგებით ძიება

„ახლიდან ვიბადები!..“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი ნიუ იორკში სოლო კონცერტს გამართავს

მომღერალი, ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 5 ნოემბერს, ნიუ-იორკში სოლო კონცერტს გამართავს.

„5 ნოემბერს ახლიდან ვიბადები! წარმოგიდგენთ ჩემს სოლო კონცერტს ნიუ იორკში! ეს იქნება დღე, როდესაც მე, როგორც არტისტი, ახლიდან დავიბადები და პირველად წარვადგენ ჩემს სადებიუტო ალბომს ხალხის წინაშე, ექსკლუზიურად, სანამ მთელი მსოფლიო ამას მოისმენს...

ამ ყველაფერთან ერთად რაც ძალიან მახარებს არის ის, რომ ამ კონცერტს დაესწრება ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, და მსოფლიოში ნომერ პირველად აღიარებული ვოკალის მასწავლებელი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ვარსკვლავებთან როგორიცაა მერაია ქერი, ლუჩიანო პავაროტტი, ბოჩელი, და ა.შ Cheryl Porter Vocal Coach-ი”, – წერს ზაზარაშვილი. 

წყარო: „პრაიმტაიმი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა