გინება და ხელჩართული ჩხუბი ბათუმში - VIDEO
ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში დაპირისპირება მოხდა. კორპუსში სამი დღის განმავლობაში ელექტროენერგია გათიშული იყო, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.
მოქალაქეების თქმით, კორპუსში ბუნებრივი აირი არაა და ისინი სრულად ელექტროენერგიაზე იყვნენ დამოკიდებულები. ირკვევა, რომ დეველოპერს ენერგო კომპანიის დავალიანება მართებს, რაც შუქის შეწყვეტის მიზეზი გახდა.
დაპირისპირებისას ერთი ადამიანი ფიზიკურად დაშავდა.