თეგებით ძიება

"ათასჯერ მაინც წავიკითხე შენი მონაწერები, ბოლოს 12 ივნისს მომწერე და ალბათ ვერც ვიფიქრებდი, რომ ეს უკანასკნელი " მადლობა მას" იქნებოდა" - 15 წლის დათუნა ჟღენტს პედაგოგი ემშვიდობება

წყნეთში, ტრაგიკულად გარდაცვლილი 15 წლის, დათუნა ჟღენტის პედაგოგი, გვანცა ურუშაძე სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობება.

"არ გამოვირჩევი პოსტების წერით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემს დარდს და ემოციებს მხოლოდ ჩემთვის ვერ ვიტოვებ... დათუნა, ჩემო ბიჭო, ჩვენი ურთიერთობის კადრები მთელი დღეა თან დამყვება. ალბათ, ათასჯერ მაინც წავიკითხე შენი მონაწერები, ბოლოს 12 ივნისს მომწერე და ალბათ ვერც ვიფიქრებდი, რომ ეს უკანასკნელი " მადლობა მას" იქნებოდა.. დათუნა, ახლა მე გიხდი მადლობას, რომ შენი მასწავლებელი მერქვა.. ჩვენო დიდი ტკივილო უზომოდ დაგვწყვიტე გული და უდიდესი სიცარიელე დაგვიტოვე..მაგრამ გპირდები, დათუნა, რომ შენი კლასელები და გვანცა მასწავლებელი არასდროს დაგივიწყებს...“, - დაწერა გვანცა ურუშაძემ.

ცნობისთვის, ტრაგედია წყნეთში 11 ივნისს დატრიალდა. დენის დარტყმის შედეგად  16 წლის ბიჭი დაიღუპა. უბედური შემთხვევა  ე.წ სამთავრობო ზონაში მოხდა. სკვერში, ახლადმოწყობილ ფარდულში მოზარდები თამაშობდნენ, ერთერთ მათგანს კი დენმა დაარტყა, მის გადარჩენას თანატოლები და ადგილობრივები ცდილობდნენ თუმცა  ბიჭი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა