თეგებით ძიება

„ჩვენ უკვე დიდი სამეული გვყავს, დემნა მოდაში, კვარაცხელია მოედანზე და ნინო სიტყვით...“ - ნათია ფანჯიკიძე

ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის წარმატებას სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება და წერს.

„სუსურუკუს დროს, არცერთი ჩვენი უდიდესი მწერალი, რეჟისორი, მხატვარი მსოფლიოსთვის რუსეთს არ შეუთავაზებია იმ დოზით და იმ ფორმით, რომ მიწას დავმჩნეოდით. დოსტოევსკი თავში იყო, ვაჟა ჩვენს გულებში, ტოლსტოი ყველას გააცნეს, ჯავახიშვილი დახვრიტეს. ხვდებით ხომ, მსოფლიო მოქალაქეობის სიკეთეს. ჩვენ უკვე დიდი სამეული გვყავს, დემნა მოდაში, კვარაცხელია მოედანზე და ნინო სიტყვით ამკვიდრებენ საქართველოს, როგორც დიდი და ცოცხალი, განა მხოლოდ ძველი, არამედ უწყვეტი კულტურის ტრადიციის მქონე ქვეყანას.

ჰოლივუდი იღებს სერიალს მერვე სიცოცხლის მიხედვით. ჩავუჯდებით სულ მალე. მგონი ისევ ვიყიდი გაჩუქებულ ტელევიზორს. ავე ნინო“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, ნინო ხარატიშვილის რომან „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით სატელევიზიო სერიალს გადაიღებენ. ხარატიშვილის წიგნის სატელევიზიო ვერსიაზე „ოსკარისა“ და „ემის“ მფლობელი პროდიუსერები იმუშავებენ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა