თეგებით ძიება

„გთხოვთ, მაქსიმალურად „დააშეაროთ“ ეს პოსტი, რათა ყველა ემიგრანტმა გაიგოს...“ - გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს.

„ინფორმაცია და თხოვნა ჩემს FB-მეგობრებთან:

ჩვენ, რამდენიმე თანამოაზრემ, შევქმენით სამოქალაქო პლატფორმა “შინ მომავლისთვის”, რომელიც მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართული ინტელექტუალური, პროფესიული, ცივილიზაციური და სხვა რესურსის კონსოლიდაციას და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში მიმართვას.

ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ყველა თაობის თანამემამულის შემობრუნებას სამშობლოსკენ, როგორც ფიზიკურად, ასევე ნებისმიერი სხვა ფორმით დაბრუნების სახით.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ასე წვეთ-წვეთად გაბნეული ენერგიის ერთ კალაპოტში მიმართვა, შიგა რესურსის სიმწირის პირობებში, ქვეყანას მისცემს ესოდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბიძგს სწრაფი განვითარების გზაზე დადგომისთვის, ისე, როგორც ეს თავის დროზე მოხდა ისრაელში, თუ ირლანდიაში.

ჩვენ უკვე ვმოქმედებთ.

აქ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი – Homecoming for future • შინ მომავლისთვის და შემოუერთდეთ ჩვენს ჯგუფს – დაბრუნება სამშობლოში

გთხოვთ, მაქსიმალურად „დააშეაროთ“ ეს პოსტი, რათა ყველა ემიგრანტმა გაიგოს, რომ არსებობს პლატფორმა, რომელიც მათ ყველანაირად დაეხმარება სამშობლოში მიმდინარე პროცესებში ინტეგრაცია/რეინტეგრაციაში და უზრუნველყოფს მათ ჩართულობას ქვეყნის განვითარებაში.

წინასწარ გიხდით მადლობას საკითხის მნიშვნელობის გააზრებისა და თანადგომისთვის“, – წერს გია ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა