თეგებით ძიება

სვანეთში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭებს სამებაში გადაასვენებენ

სვანეთში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული გიორგი ნიჟარაძეა, ხოლო, მეორე გიორგი რატიანი.

ადგილობრივების ინფორმაციით, მანქანა მოცურდა და ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე დაბალი ხილვადობა იყო.

როგორც დაღუპული ბიჭების ახლობლები წერენ, მათ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ს, ლოცვა-კურთხევით სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების გადასვენება მოხდება - ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში. გამოსვენება ხუთშაბათს, 13 ივლისს, სამების საკათედრო ტაძრიდან 15:00 საათზე. ღმერთმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მათი სულები...“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა