თეგებით ძიება

დადგნენ და ზელენსკის მხარე დაიჭირეს, შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, როგორ შეიძლება იმის მხარე დაიჭირო, რომელიც არასწორად გექცევა? ვინ ხარ? - მეუფე იაკობი

ერი რომ ომშია და იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, პირველ რიგში გევალება, რომ კაცობა გქონდეს, ძლიერი კაცი უნდა იყო, პატარა კაცი არ უნდა იყო- დადგნენ ჩვენთან და ზელენსკის მხარე დაიჭირეს. შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, როგორ შეიძლება იმის მხარე დაიჭირო, თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიც არასწორად გექცევა? - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომს ვერ შეაჩერებს, ვინაიდან „ომი რომ გააჩეროს, თავისთან ხალხი შეჭამს“.

„უკრაინის დღევანდელმა პრეზიდენტმა, ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, როდესაც ჩვენი ელჩი, ფაქტობრივად, დაითხოვა უკრაინიდან. მანამდე საქართველოდანაც გაიწვია ელჩი. ზელენსკისგან ეს არ გამიკვირდა. ის არის უკრაინის პრეზიდენტი და ცდილობს, რომ უკრაინა უფრო წარმატებული იყოს, უფრო ძლიერი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათ, ვინც ხელისუფლებაში არ არის და მოსვლა უნდათ, ბევრმა სწორი დასკვნა გააკეთა, არ მოიწონა.

ერი რომ ომშია და იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, გევალება, რომ პირველ რიგში კაცობა გქონდეს, ძლიერი კაცი უნდა იყო, პატარა კაცი არ უნდა იყო. რა გინდა ჩვენი ქვეყნისგან?! პოროშენკოდან დაწყებული, 2015 წლიდან წაიყვანეს ჩვენები, „მაიდნის“ შემდეგ ყველა იქ ჰყავთ. მიშაც წაიყვანეს, წავიდა, ვინმე რამეს დავუშავებდით აქ რომ ყოფილიყო?! - არ მგონია, ვინმეს რაიმე დაეშავებინა.

წავიდა და შემდეგ ბანდეროლი გამოგვიგზავნეს, ვაი-უშველებელი ატეხეს, გეგონება ადამიანზე ზრუნავენ. არ ვფიქრობ, რომ ადამიანზე ზრუნავენ.

დადგნენ ჩვენთან და ზელენსკის მხარე დაიჭირეს. შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, როგორ შეიძლება იმის მხარე დაიჭირო, თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიც არასწორად გექცევა. ვინ ხარ? ვინ ხარ და ღმერთის და ქვეყნის მოღალატე. ყველამ ბოდიში უნდა მოგვიხადოს. ზელენსკიმ არ უნდა მოგვიხადოს, იმიტომ, რომ თავისი გასჭირვებია, ომი გრძელდება. მართლა ხომ არ ჰგონია, რომ ევროპას იცავს, ამერიკას, ან საქართველოს? რუსეთსა და მას აქვს ომი, ომსაც ვერ გააჩერებს, რომ გააჩეროს თავისთან ხალხი შეჭამს. უცხოეთი აძლევს ფულს, რომ ხელფასები გადაიხადოს, უცხოეთი აძლევს იარაღს, რომელიც ფრონტის ხაზზე პირველი მიაქვს. ლოჯისტიკა ისე არის აწყობილი, რომ ყველაფერი მზამზარეული მიაქვთ...სანამ ამერიკა და რუსეთი არ გადაწყვეტენ, რომ ომი უნდა დამთავრდეს, იმდენი ხანი გაგრძელდება. ომი გაგრძელდება, სანამ რუსეთს არ შეასუსტებენ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა