თეგებით ძიება

„ბავშვებზე მასიურად ძალადობენ სექსუალურად და ერთხელ არ გამიგია ალტ-ინფო და სხვა ნაყარ-ნუყარი ჯგუფები ამას აპროტესტებდნენ“ - ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება ბათუმში მომხდარ საზარელ შემთხვევას და წერს.

„დღეს დააკავეს კაცი 13 წლის შვილის გაუპატიურებისთვის… არაერთი პედოფილიის საქმე გვაქვს საფარი • Sapariშიც. ბავშვებზე მასიურად ძალადობენ სექსუალურად და ერთხელ არ გამიგია ალტ-ინფო და სხვა ნაყარ-ნუყარი ჯგუფები ამას აპროტესტებდნენ. არა! ისინი მხოლოდ სხვა ზრდასრული კაცების ტრაკის სადარაჯოზე დგანან და რომ კითხო, ბავშვებს ვიცავთო. ტყუილი! ბავშვები მათ ფეხებზე კიდიათ. არც ერთხელ არ გაუპროტესტებით პედოფილია, მარტო ზრდასრული კაცების ნებაყოფლობითი სექსი აინტერესებთ, რა იბედურებაა ეს ავადმყოფური ინტერესი სხვისი სექსუალური ცხოვრების მიმართ? დაეტიეთ საკუთარ ტყავში და თუ ბავშვების დაცვა გინდათ, პედოფილებისაგან დაიცავით ისინი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ჰეტეროა ანუ ალტ-ინფოს რუსული ტერმინით ე.წ. ნატურალი“, - წერს პატარაია.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაციას, რომ ბათუმში კაცმა 13 წლის შვილი გააუპატიურა. კაცი დაკავებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა