პოლონეთში მკვლელობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს
პოლონეთში, პირზოვიცეს აეროპორტში, მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის კაცს ინტერპოლი ეძებდა.
ქართველი ქუთაისიდან გეგმური რეისის ჩასვლის შემდეგ დააკავეს.