თეგებით ძიება

ხანგრძლივი ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო - 5 წესი ქალებისთვის

ბევრი ქალი, ასაკთან ერთად სულაც არ ბერდება. მათი კანი სუფთად და ხავერდოვნად გამოიყურება, არ აქვთ ნაოჭები, თვალებიც მუდმივად უბრწყინავთ. ამის მიზეზები ხშირად ძალიან მარტივია.

მოდით, გაგაცნობთ 5 წესს, რომელიც ხელს შეგიწყობთ რეალურ ასაკზე უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ:

1. მიაქციეთ ყურადღება საკვების მომნელებელ სისტემას

კუჭ-ნაწლავი თუ საათივით მუშაობს, მაშინ მთელ ორგანიზმში ყველაფერი რიგზეა. კუჭი შეგვიძლია შევადაროთ ხის ფესვენს, თუ ფესვები ძლიერია, ხეც ლამაზია, უხვად ყვავის და ა.შ. იმისთვის, რომკ კუჭ-ნაწლავი მუდმუვად მოწესრიგებული გქონდეთ: მიირთვით ქორფა ხილი და ბოსტნეული, სალათები და ფაფები, სვით სუფთა წყალი... კარგია ასევე გვირილის ჩაის დალევა. რაც შეეხება წყლის რაოდენობას დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მიიღოთ მინიმუმ 1,5-2 ლიტრი წყალი. ეს თქვენს ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიითა და ჟანგბადით შეავსებს. 

2. სრულფასოვანი ძილი

გამოუძინებლობა სახის კანისა და თმების ყველაზე ბოროტი მტერია. ეცადეთ დასაძინებლად ისეთ დროს დაწვეთ, რომ გამოსაძინებლად დრო გეყოთ. საშუალოდ ძილისთვის 8 საათი საკმარისია ხოლმე.

3. სუფთა ჰაერი

თუ თქვენ მთელი დღე ოფისში ყოფნა გიწევთ, კარგი იქნება თუ სამსახურიდან სახლისკენ გზას ფეხით გაუყვებით, რამდენიმე გაჩერებაც რომ გაიაროთ ფეხით, ესეც სასარგებლო იქნება. ოთახში სარკმელი მუდამ გამოღებული გქონდეთ. თავისუფალ დროს ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. 

4. ვიტამინები

საიდან უნდა მიიღოთ ვიტამინები, ეს უკვე ბავშვმაც იცის... რა თქმა უნდა ვიტამინები არ იქნება სიგარეტსა და ალკოჰოლში, სხვათაშორის, იგი არც ნამცხვრებშია... ზამთარში ვიტამინებს გამშრალ ხილსა და ბოსტნეულში იპოვით, ხოლო ზაფხულობით და ფაზაფხულზე ისედაც ბევრი ქორფა ხილი და ბოსტნეულია. ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებიდან სპეციალისტები გამოყოფენ: ლობიოს, ბროკოლს, ფორთოხალს, გოგრას, სოიოს, მწვანე და შავ ცაის, ინდაურის ხორცს, კაკალს და იოგურტს. 

5. შინაგანი განწყობა

ახალგაზრდობის შენარჩუნების კიდევ ერთი საიდუმლო გახლავთ კარგი განწყობა.  თუკი თქვენ ხშირად იცინით, ხუმრობთ, არ გშურთ, არ ჩხუბობთ... ახალგაზრდობასაც დიდხანს შეინარჩუნებთ.

და ბოლოს, ბონუსად ჩვენგან ე.წ. სილამაზის ელექსირი:

ინგრედიენტები:

8 საშუალო ზომის სტაფილო.

3 ფორთოხალი.

1 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა.

½ ჩაის კოვზი კურკუმა.

თაფლი ( სურვილისამებრ, აუცილებელი არ არის).

მომზადების წესი:

სტაფილო გაასუფთავეთ და წვენსაწურის მეშვეობით გამოწურეთ წვენი.

გამოწურეთ ფორთოხლის წვენიც.

ბლენდერის მეშვეობით ერთმანეთში აურიეთ სტფილოსა და ფორთოხლის წვენი და კოჭა და კურკუმა.

მიღებული კოქტეილი დალიეთ უზმოზე.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა