თეგებით ძიება

ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი ჩვენი სახელმწიფოს სიამაყეა - მამუკა მდინარაძე

ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი ჩვენი სახელმწიფოს სიამაყეა. ამის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გაუვა და ეს სიამაყე საქმემ უნდა განამტკიცოს. საქმემ, რომელიც ჩვენს ჯართან დაკავშირებულ კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, რიგგარეშე სესიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები „თავდაცვის კოდექსს“ მეორე მოსმენით განიხილავენ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ, პროცედურულად გაეხანგრძლივებინათ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რეალურად კოდექსთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები არ აინტერესებთ და საკუთარი ინტერესები ჰქონდათ.

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ დროის გაწელვის პიონერები და მეტის არაფრის, ახლა აქ არ არიან. რეალურად, მათ არ აინტერესებთ უმრავლესობის მხრიდან ამ კოდექსთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები. მათ აინტერესებდათ დროის გაწელვა და როცა დარწმუნდნენ, რომ მეტად დრო ვეღარ გაიწელებოდა, სხდომათა დარბაზი დატოვეს. ეს ყველაფერზე მეტყველებს. ასევე, ამ დროის გაწელვის ინტერესს საკუთარი მიზეზი, საფუძველი და საბაბი ჰქონდა – ეს იყო ფულის კეთება. ჯარზე, თავდაცვის კოდექსსა და კანონზე გველაპარაკებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჯარისთვის თავის არიდებაში აკეთებენ ფულს, ახლაგაზრდებს არწმუნებენ, რომ ჯარში არ უნდა წავიდნენ, ფული უნდა გადაიხადონ მათთან და ისინი რაღაც შავ ხვრელს მოძებნიან, თავს აარიდებინებენ ჯარს, სახელმწიფოს, საკუთარი სამშობლოს, საქართველოს მსახურებას. სამწუხაროდ, ამაში მათ მხარს უჭერდა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა