ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
,,გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს, 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, აგატი, არაგვისპირი, ქვემო არანისი, ჟინვალი, ჭოპორტი, არანისი.
11:30-დან 18:30 საათამდე დენი გაეთიშებათ სოფელი დიღომში: ცამეტი ასურელი მამის, პაატა ჯანიაშვილის, ვახტანგ ცინცაძის, შერმადინის, როსტევანის, ისიდორე დოლიძის, ილია შეყლაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ჩალიპირებში, ხოლო 12:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: მამკოდა, ლელუბანი, მშრალხევი, ხოდაბუნები, სოფელ გლდანში, დავით აღმაშენებლის, წერეთლის, სტალინის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე.
12:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ვაზიანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.