მიხეილ სააკაშვილი წონაში იმატებს. როცა კარგად იქნება გადავიყვანთ, აბა რას ვიზამთ - მალხაზ ურთმელიძე
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს და წონაში იმატებს.
„მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად არის. გაცილებით უკეთესად არის, წონაში იმატებს. ამას მე არ ვწყვეტ, როცა კარგად იქნება გადავიყვანთ, აბა რას ვიზამთ. არ იყო ბოლო პროცესზე უკეთესად? - ფაქტია, რომ კაცმა მოიმატა.
როცა საკვებს იღებს ნორმალურად მატულობს და არის ხოლმე კარგად, რომ არ შეჭამს, გახდება ცუდად.
კარგად რომ იყოს წავიყვანდით. არის ხომ ჯერ კლინიკაში, ე.ი. ამის საჭიროება არის”, - განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.
წყარო: ipn.ge