ვაგნერმა თავისი სამხედრო აღჭურვილობა რუსეთის რეგულარულ არმიას გადასცა
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუმ განცხადებით კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერმა თავისი სამხედრო აღჭურვილობა რუსეთის რეგულარულ არმიას გადასცა. ინფორმაციას ტაბულა ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ვაგნერმა დათმო 2000-ზე მეტი იარაღი და სხვა სისტემები, მათ შორის ძირითადი საბრძოლო ტანკები, როგორიცაა T-90, T-80 და T-72B3.
ვაგნერის მიერ იარაღის დათმობა მოჰყვა მისი დამფუძნებლის, ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის ამბოხებას, რომელიც წარუმატებლად დასრულდა.
რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.
იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.