თეგებით ძიება

„ამაზე ზუსტი შეფასება არსად არ მომისმენია იმ გარეწრობაზე, რაც ვილნიუსის სამიტზე იკადრეს გუშინ, უკრაინასთან მიმართებაში“ - გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ვილნიუსში, ნატოს სამიტზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„ფრანგების დამოკიდებულება "ნატოსადმი" ყოველთვის ყველაზე ნეიტრალური და ზუსტია. როგორც დღეს ჩემმა კოლეგამ ფრანგული ტელევიზიის ჟურნალისტმა თქვა, ორგანიზაციამ, რომელიც 20 წელი ებრძოლა 40 ათას თალიბს ავღანეთში და წააგო, თავის რიგებში არ მიიღო ევროპაში ერთ ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმია, რომელიც ორი წელია უმკლავდება  მილიონიანი არმიის 250 ათას მებრძოლს და კონტრშეტევაზეც მოახერხა გადასვლა.. 

ამაზე ზუსტი შეფასება არსად არ მომისმენია იმ გარეწრობაზე, რაც ვილნიუსის სამიტზე იკადრეს გუშინ, უკრაინასთან მიმართებაში.

VIVE LA UKRAINE“ - წერს ფოფხაძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა