„მეგობრები ერთად იბრძვიან სიცოცხლისთვის.. ორივეს თანაბრად სჭირდება ჩვენი დახმარება..“
სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა ედილაშვილი ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ეს ბიჭები მეგობრები არიან, ამ ბრძოლაშიც ერთად არიან,ერთად იბრძვიან სიცოცხლისთვის..
ორივეს თანაბრად სჭირდება ჩვენი დახმარება..
გუშინ გავაზიარე პოსტი #რომაზე, რადგან ჩემი კლასელის ძმისშვილია, მამა გარდაცვლილი ჰყავს, ობლად გაიზარდა, უფრო ნაცნობია ჩემთვის მისი ამბავი, თუ როგორი მნიშვნელოვანია დაუბრუნდეს დედას და შვილმკვდარ ბებიას ნუგეშად..
გაგიზიარებთ ინფორმაცოას #იაკობზეც,
ის მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, ყველამ ვიცით როგორია საქართველოში 4 შვილის გაზრდა და უკვე მსგავს გამოწვევასთან გამკლავება..
—
რომა და იაკობი ზღვიდან ბრუნდებოდნენ, როცა მოყვნენ ავტოსაგზაო შემთხვევაში და იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე..
დეტალების გაზიარებისგან თავს შევიკავებ, რადგან ძალიან მძიმე მოსასმენი იქნება თქვენთვის
ექიმები სოცოცხლის შანსს იძლევიან, მაგრამ დიდი ბრძოლა და ფინანსები იქნება საჭირო
მესმის, დღის მანძილზე უამრავი მსგავსი პოსტები გვხვდება ინტერნეტ სივრცეში,
მეც ხშირად ვითრგუნები როცა ვნახულობ და ვერ ვახერხებ დახმარებას,
მაგრამ ჩვენი ყველა აქტივობა თანაბრად მნიშვნელოვანია
- ლოცვა,
- ფინანსები,
- გაზიარება თუ სხვა
—-
პ.ს.
პ.ს. ხალხნო, ნუ მოგერიდებათ თუნდაც ერთი ლარის გაღება, ნუ ჩათვლით რომ არაფერს ცვლის,
ეს პოსტი უკვე 350 000 ადამიანმა ნახა და თითო ლარიც ამ შემთხვევაში ერთად შეკრული სიცოცხლეს გადაარჩენს და მნიშვნელოვან შედეგს დადებს..
ამიტომ ნუ იფიქრებთ რომ 1 ლარის გადარიცხვა უხერხული ან უშედეგოა
—
ჯერ ისევ საჭიროა ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა
——-
საბანკო რეკვიზიტები
#იაკობისთვის:
საქ.ბანკი: #GE52BG0000000498534478
(მიმღები: დედა- ნათია ჭითანავა )
თბს.ბანკი: #GE25TB7260245061100033
(მიმღები: მამა- დემნარი თორდია)
——
#რომასთვის
საქ.ბანკი: #GE77BG0000000162455897
თბს ბანკი: #GE31TB7696945068100017
(მიმღები: ნინო კვეკვესქირი)