თეგებით ძიება

ქალი ყოფილი ქმრის ქორწილში მივიდა და ალიმენტის გადახდა მოითხოვა

ჩინეთის პროვინციის ანჰოის მცხოვრებმა ყოფილ ქმარს ალიმენტი მოთხოვა და ქორწილი ჩაუშალა. ამის შესახებ The Thaiger იტყობინება.

როგორც ირკვევა, ქალი კაცს ძალადობის ფაქტების გამო გასცილდა. განქორწინების პროცესზე ქალმა შვილზე მეურვეობა მიიღო, ხოლო მამაკაცს  ყოველთვიური ალიმენტის - 600 იუანის გადახდა დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მამას შვილისთვის ალიმენტი წელიწადნახევრის განმავლობაში არ გაუგზავნია. ყოფილი ცოლი იძულებული იყო გოგონას სრულფასოვანი განვითარებისთვის რამდენიმე სამსახურში ემუშავა.  

ალიმენტის მისაღებად ქალი ყოფილი ქმრის ქორწილში შვილთან ერთად მივიდა, სკანდალი მოაწყო და ქორწილი ჩაშალა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა