„ჩვენი სტუმრები არიან რუსეთიდან... ჩვენ არ ვსაუბრობთ ქართულად“ – რა ხდება ბათუმის ბარებში? (ვიდეო)
რა ხდება ბათუმის ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს? სიუჟეტს ბათუმიდან „ბათუმელები“ ავრცელებს.
„მხოლოდ რუსული ან ინგლისური, ქართულად ვერ დაგელაპარაკებით“, – ამბობს რუსულენოვანი ბარმენი ინგლისურად, რომელიც ძველ ბათუმში, ერთ-ერთ ბარში მუშაობს.
საღამოობით, ბათუმის პატარა ქუჩებში, მობილიზაციას გამოქცეული რუსების მიერ გახსნილ ბარებთან მუსიკაში ირევა ხმამაღალი საუბრები რუსულად. აქ ტროტუარებზეც აქვთ მოწყობილი გასართობი სივრცეები. იშვიათობაა იპოვო ბარი, სადაც ქართულად შეძლებ შეუკვეთო რამე.
რუსული კაფე-ბარების მენეჯერებმა იციან, რომ არღვევენ საქართველოს კანონს, მაგრამ დასძენენ, რომ ეს მათგან „დამოუკიდებლად ხდება“. ირწმუნებიან, რომ გაუჭირდათ საქართველოს მოქალაქის პოვნა, ვისაც „სურვილი აქვს, იმუშაოს რუსულ თემთან“ და „იცის უცხო ენები“.
წყარო: „ბათუმელები“