თეგებით ძიება

"ვერ მიცანიო? ვერა-მეთქი. კარგიო მითხრა და მიტრიალდა... დავუძახე და ჩავეხუტე, მთელი ღამე დამცინოდა“ - რას წერს ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიჭის ბიძაშვილი?

კინორეჟისორი, მარიამ ხაჭვანი უშგულში მომხდარი ავარიის შემდეგ დაღუპული ბიჭის, გიორგი რატიანის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"გიო რატიანი ბოლოს ლუხუმის ქორწილში ვნახე, შარშან... ღამე იყო და სანამ გიოს  ვნახდი მანამდე გადავკოცნე ერთი ჩხვიმიანი, ორი, ოცი და გადავკოცნე გიორგიც... 

მიხვდა, რომ ვერ ვიცანი, რადგან ჩვენი შეხვედრა თბილი მოკითხვებით იწყებოდა სულ... 

მკითხა - ვერ მიცანიო? 

ვერათქო , ვუპასუხე . მეგონა თემოს რომელიმე ნათესავი ვერ გავიხსენე... 

მართლა ვერ მიცანიო? არ იჯერებს....

გაოცებული მიყურებს თემოც. 

ვერა , ვუპასუხე. 

კარგიო მითხრა და მიტრიალდა... 

უცებ გამახსენდა გაბუტული გიორგი, ბავშობიდან. 

გიორგი, დავუძახე და ჩავეხუტე...

მთელი ღამე დამცინოდა მერე. 

- ჩხვიმიანების ამხელა ქორწილში, ძლივს ორი ბიძაშვილი შევხდით და როგორ ვერ მიცანი, არ გაპატიებო....

არ გამებუტოტქო... უბრალოდ ვერ წარმოგიდგინე აქ უცებთქო. 

რამდენი ტკბილი მოგონება დარჩა უშგულში ... 

რამდენი ტკბილი ზაფხული... 

და ეხ, უშგულო, იცოდი რომ ეს მოხდებოდა?", - წერს მარიამ ხაჭვანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა