„დიდი ხანია ასე არაფერი გამხარებია“ - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი?
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობის დაფინანსებასთან დაკავშირებით წერს.
"დიდი ხანია ასე არაფერი გამხარებია. ყველა ოჯახისგან შორს ეს დიაგნოზი, თუმცა შესაბამისი მკურნალობა თითოეულ ბავშვს გარანტირებული ექნება. მადლობა ვისაც ეს აზრი თავში მოუვიდა და შემდეგ მის რეალიზებაში წვლილი შეიტანა", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.