თეგებით ძიება
13. 07. 2023 მსოფლიო

მოლდოვა დსთ-ის დატოვების პროცედურებს იწყებს

მოლდოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ნდატოვების პროცედურებს იწყებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გავრცელებული ცნობით, ოფიციალურმა კიშინოვმა, დსთ-ს სამი შეთანხმების გაუქმება გადაწყვიტა.

შეთანხმებები, რომელთა გაუქმებასაც მოლდოვა ითხოვს, დსთ-ს ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებას და სასაზღვრო ძალებისთვის სპეცტექნიკის შეღავათიან ფასებში გადაცემას მოიცავს.

აღნიშნული შეთანხმებები მოლდოვამ დსთ-ს ქვეყნებთან 1990-იან წლებში გააფორმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა