„ჩვეულებრივი მონათმფლობელური ქვეყანა ვხდებით“ - დავით ჭიჭინაძე
„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საქართველო ქართველების აღარაა, რადგან მოქალაქეების უმრავლსობა ქვეყნიდან წასვლას არჩევს.
„საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ისეთ დღეშია, სამშობლოში ცხოვრებას, გაქცევა და არალეგალად, მესამე, მეოთხე კატეგორიის სამუშაოს შესრულება ურჩევნია.
დარჩენილები კი, იმ დონემდე მიიყვანეს, რომ საკუთარ ქვეყანაში ჩამოსული უცხოტომელების მონები ხდებიან, რადგან ქართველებისგან განსხვავებით, ამ ე.წ. ინვესტორებს სასათბურე პირობები აქვთ შექმნილი.
მოკლედ, ჩვეულებრივი მონათმფლობელური ქვეყანა ვხდებით. სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქის დაცვის მექანიზმი არ გააჩნია და არც აინტერესებს და იმიტომ“ - ამბობს დავით ჭიჭინაძე.