თეგებით ძიება

მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს, თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი - რას აცხადებს მეუფე ნიკოლოზი?

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მეუფე შიო არ არის მოწამლული.

"მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს [...] და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი, ვერ მოუწამლავს ესე იგი, ამიტომ არ არის მოწამლული", - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

მეუფე ნიკოლოზმა „ციანიდის საქმეც“ გაიხსენა და აღნიშნა, რომ როგორც მეუფე შიოს, ასევე პატრიარქის მოწამვლის საქმეები ხელოვნურია.

"ციანიდის საქმე ასევე არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ, არავითარი ციანიდის საქმე არ არსებობს სინამდვილეში. იქაც ასე იყო, აღიძრა გამოძიება, მოკლედ ეს ხელოვნური საქმეებია, ისიც და ესეც. რომელზეც ნამდვილად უწერია, რაც გავარკვიე, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობისათვის არ არის გასამართლებული, სხვა ბრალდება აქვს წარდგენილი. პირველი კომენტარი მე ჯერ კიდევ გერმანიაში გავაკეთე, იქვე და მე ვთქვი, რომ არ მეგულება დღეს საქართველოში ადამიანი, რომელსაც შეუძლია პატრიარქზე ხელი აღმართოს", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, 5 ივლისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამვლა სცადეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა