თეგებით ძიება

დღეს სვეტიცხოვლობაა

სა­ქარ­თვე­ლო­ში სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი აღი­ნიშ­ნე­ბა. 

სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, 14 ოქ­ტომ­ბერს და 13 ივ­ლისს აღი­ნიშ­ნე­ბა. 14 ოქ­ტომ­ბერს ეკ­ლე­სია ქრის­ტეს კვართს იხ­სე­ნი­ებს, 13 ივ­ლისს კი - ქრის­ტეს ყვე­ლა მო­ცი­ქულს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს სვეტიცხოვლობას ულოცავს.

„13 ივლისს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“, 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს. თითოეული მოციქულის ღვაწლს ეკლესია საგანგებოდ, მათთვის დაწესებულ დღეს აღნიშნავს, ხოლო პეტრეპავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანი ერთად იხსენიება. ეს დღე სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს სვეტიცხოვლობას ულოცავს“, – აღნიშნულია მილოცვაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა