თეგებით ძიება

ანალიზებიც უჩვენებს, რომ საქართველოში შავი ზღვა სუფთაა, ვიყოთ მშვიდად - ნინო ჩხობაძე

„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია კლიმატურმა პირობებმა შავი ზღვის დინების მიმართულებაზე გავლენა მოახდინოს და საქართველომდე მავნე ნივთიერებების მოღწევა დააჩქაროს. ჩხობაძის თქმით, საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს.

„ამაზე არა მარტო ზეპირსიტყვიერად ვსაუბრობთ, არამედ ამას ანალიზებიც უჩვენებს, რომ ზღვა სუფთაა ჩვენ სანაპიროზე. ჩვენამდე შეიძლება, საერთოდ არ მოვიდეს დაბინძურება, რადგან მან უნდა გაიაროს დინებით თურქეთის სანაპირო და მხოლოდ შემდეგ შეიძლება, მოაღწიოს რამემ საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ის ვერ შევა.

ასე რომ, ვიყოთ მშვიდად. ზოგჯერ აღშფოთებული ვარ, როცა მოსახლეობა ამბობს, თითქოს რადიაციული დაბინძურებაა. რადიაციული დაბინძურება საერთოდ არ ყოფილა და საერთოდ არ მომხდარა არანაირი რადიაციული წყაროს გაჟონვა. ასე რომ, ეს ზედმეტი მღელვარება და რაღაც ჭორების გავრცელებაა. რადიაციული დაბინძურება საერთოდ არ ფიქსირდება იმ ზონაშიც კი, სადაც ტრაგედია მოხდა. ასე რომ, აქ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს თუ, რა თქმა უნდა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არაფერი არ მოხდა. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. არ მოხდეს ისე, რომ რუსეთის ფედერაციამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იარაღად გამოიყენოს, როგორც კახოვკა გამოიყენა. მაშინ უკვე ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდება“, – განაცხადა ჩხობაძემ „პირველ არხთან“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა