თეგებით ძიება

ივანიშვილის ქონება ბოლო 10 წლის ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და $6,2 მილიარდია - Bloomberg

ივლისის თვეში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ქონება ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, - ამის შესახებ Bloomberg-ის განახლებულ მონაცემებში ვკითხულობთ. 

გამოცემის მიხედვით, 12 ივლისის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება $6,2 მილიარდ დოლარს აღემატება. ამავე მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 5 ივლისს კიდევ უფრო მაღალი იყო და იგი $6,25 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს ციფრი ყველაზე მაღალია 2013 წლის შემდეგ, როცა ივანიშვილის ქონების ღირებულება $6,40 მილიარდ დოლარამდე იყო.

აქვე გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები დაბალი სანდოობისაა და იგი მხოლოდ ერთი ვარსკვლავით ფასდება. 

მისი ქონების აღწერისას Bloomberg წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი 5,15 მილიარდ დოლარს ნაღდი ფულის სახით ფლობს, 1 მილიარდ დოლარს ხელოვნების ნიმუშების, ხოლო 45 მილიონ დოლარს კერძო ქონების სახით ფლობს. 

ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის, 411-ე ადგილს იკავებს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა