თეგებით ძიება

"გულის გაგლეჯვამდე მიყვარხარ, გილოცავ ჩემო სულის ნაწილო, იმიერში“ - ნატო გელაშვილი გარდაცვლილ ძმაზე

მომღერალი, ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ ძმას დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.

"13 ივლისს შენ მოევლინე ამ ქვეყანას…

54... 

გილოცავ, ჩემო სულის ნაწილო, იმიერში... გულის გაგლეჯვამდე მიყვარხარ, მამუ… მადლობა უფალს იმისთვის, რომ ღირსი გამხადა შენი დის სახელი ვატარო.

მიყვარს ფრაზა, რომელსაც ამაყად ვამბობდი.. ვამბობ.. და ვიტყვი სიცოცხლის ბოლომდე…

"დიახ, მე ტაჩილას და ვარ", - წერს მუსიკოსი.

ცნობისთვის, მამუკა გელაშვილი 2013 წელს 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ პერიოდში ნატომ დაკარგა მშობლები... სამ წელში, ოჯახის წევრების გარეშე დარჩენილი მუსიკოსი, დეპრესიამ მოიცვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა