„ბოლო პერიოდი ფიზიკურად ძალიან უჭირს“ - ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქზე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდი ილია მეორეს ფიზიკურად ძალიან უჭირს და ამის გამო იშვიათად ჩნდება.
როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, ილია მეორის მოღვაწეობას გამოარჩევდა ის, რომ დღესასწაულებსა და წირვა-ლოცვებს არ ტოვებდა.
"ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება. მისი მოღვაწეობის პერიოდში პატრიარქი გამოირჩეოდა იმით, რომ არ ტოვებდა არცერთ წირვა-ლოცვასა და დღესასწაულს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ფიზიკურად ძალიან უჭირს, ძალიან დიდი დატვირთვაა წირვა“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრების" - სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.
წირვა - ლოცვას სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.