პაატა იაკობაშვილმა „რუსთავი 2-ს“ სასამართლო დავა მოუგო
"მთავარი არხის" ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა, პაატა იაკობაშვილმა "რუსთავი 2"-ს დავა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „რუსთავი 2“-ს პაატა იაკობაშვილის კუთვნილი ხელფასის და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა.
"ჩვენმა იურისტებმა ჟურნალისტ პაატა იაკობაშვილის საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმატებით დაასრულეს. ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს პაატა იაკობაშვილის კუთვნილი ხელფასის და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა", - წერს ორგანიზაცია.