თეგებით ძიება

„აი ასეთი კაცის გაზრდილი ვარ მე“ - მარიტა როხვაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამაზე

მომღერალი, მარიტა როხვაძე გარდაცვლილ მამას სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის.

„იცით მე როგორი მამა მყავდა? 

მეზობლის კართან ფულს დააგდება, მერე ეძახდა შენს ჭიშკართან ფული გდია შენ დაგივარდებოდაო. იცოდა როგორც უჭირდა. პირდაპირ ასე არ მიდიოდა და არ აძლევდა, იუხერხულებს კაციო. რამოდენიმეჯერ რომ გაამეორა ეს ხრიკი, მეზობელმა უთხრა, რავა სულ ჩემ ჭიშკართან მივარდება ფული და შენ ნახულობო.

ეს ამბავიც მამას გარდაცვალების მერე მოგვიყვა თავად ამ კაცმა.

იცით სულ უცხო ადამიანები მიყვებიან მამას სიკეთეებზე და მეც ვეცდები ცრემლის გარეშე მოგიყვეთ ხოლმე.

ასეთი კაცის გაზრდილი ვარ მე.

მენატრები უსაშველოდ“, - წერს მარიტა როხვაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა