თეგებით ძიება

გოგონამ მომხდარი კლასელს უთხრა, ძალადობის ისტორიამ სამეზობლო შეძრა, თუმცა ამბის დაჯერება უჭირთ - ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამას ბრალდება წარედგინა

ბათუმში კაცმა 13 წლის შვილი გააუპატიურა.

ბებიას საკუთარი შვილიშვილის იმ ჩვენების არ სჯერა, სადაც არასრულწლოვანი გოგო ძალადობაზე საუბრობს. 13 წლის მოზარდმა მამა სექსუალურ ძალადობაში ამხილა.

ბებია, რომელიც შვილიშვილს 13 წლის განმავლობაში უმეტესად მარტო ზრდიდა, დღეს, შვილის უდანაშაულობას ამტკიცებს. 

მოზარდის მტკიცებით, საკუთარმა მამამ მასზე ღამით იძალადა, მაშინ როცა სახლში მარტო იყვნენ.

მოზარდმა მამის მხრიდან ძალადობის შესახებ თანაკლასელს უამბო. სამართალდამცველებსაც პირველმა ინფორმაცია გოგონას მეგობარმა მიაწოდა. არასრულწლოვანმა ჩვენებაშიც იგივე გაიმეორა, რაც კლასელს უთხრა. სექსუალური ძალადობის ისტორიამ სამეზობლო შეძრა, თუმცა ამბის დაჯერება მათაც უჭირთ.

მოზარდი გოგონას დედა ცალკე ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით მას შვილთანაც მინიმალური კონტაქტი ჰქონდა. არასრულწლოვანის რთულ და პრობლემურ საყოფაცხოვრებო პირობებზე იცოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. გოგონასთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოციალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ და თავშესაფარშიც ამჯერად მათ გადაიყვანეს.

შვილზე სექსუალური ძალადობის დამტკიცების შემთხვევაში მშობელს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ეს მამისთვის უკვე მეოთხე სასჯელი იქნება, რადგან მამაკაცი სამჯერ უკვე არის ნასამართლევი და საპატიმროც ბოლოს რამდენიმე თვის წინ დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა